|
2016-09-24 16:07:56, 859 ნახვა
სამხედრო
პრეზიდენტის სასახლეში ახალგაზრდულმა ლეგიონმა ღია კარის დღე გამართა
პრეზიდენტის სასახლეში დღეს ახალგაზრდულმა ლეგიონმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის შესახებ ღია კარის დღე გამართა. ახალგაზრდულ ლეგიონს და "დაწყებითი სამხედრო და საექსპედიციო მომზადების კურსის" შესახებ პროექტის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ვეტერანთა საკითხებში ალექსანდრე ბარბაქაძემ უმასპინძლეს. აღნიშნული კურსი, რომელიც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, ლეგიონის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთობლივი 8 თვიანი პროგრამის დამამთავრებელი ფაზაა და 2,5 თვე გაგრძელდება. კურსის მონაწილეებს და 50 - მდე ახალწვეულს დღეს სასახლეში პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და კიბერუსაფრთხოების შესახებ ლექცია წაუკითხეს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)