|
2016-09-23 18:19:40, 702 ნახვა
საზოგადოება
ერიკ ბენეტის კონცერტს სოლიდარობის ფონდის ბავშვები დაესწრებიან
დღეს, 19:00 საათზე თბილისის საკონცერტო დარბაზში ერიკ ბენეტის კონცერტს სოლიდარობის ფონდის ბავშვები დაესწრებიან. ეს დაუვიწყარი საჩუქარი ბავშვებს საქართველოს ბანკის ბრენდმა SOLO-მ მოუმზადა. სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია მადლობას უხდის საქართველოს ბანკს, ჩვენ მუდამ ვგრძნობთ თქვენ გვერდში დგომას. გვჯერა, რომ ეს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ჩვენს ბავშვებს დიდხანს გაჰყვებათ. თქვენი მხარდაჭერა სოლიდარობის ფონდის ბავშვებისთვის უმნიშვნელოვანესია. შეგახსენებთ, რომ ორიოდე თვის წინ სოლიდარობის ფონდის ბავშვები ასევე დაესწრნენ Chris Botti-სა და Sting-ის LIVE კონცერტს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. ეს საჩუქარი ბავშვებს მაშინაც საქართველოს ბანკმა და SOLO Lifestyle-მა მოუმზადეს. თითოეული თქვენთაგანის მხარდაჭერით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა 300 სიმსივნით დაავადებული ბავშვისა და 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დაამტკიცა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. შემოგვიერთდით, რომ ერთად კიდევ უფრო მეტი შევძლოთ. სიკეთე გადამდებია...
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)