08:48 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 12:57:09, 705 ნახვა

პოლიტიკა
ბექა ნაცვლიშვილი დევნილებს შეხვდა

12 000 მდე ადამიანს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართები, ეს გახდა მათი მუდმივი საკუთრება, მაგრამ იმედი მაქვს ეს იქნება დროებითი, ვიმედდოვნებთ, რომ ისინი შეძლებენ დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში, - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა. 

ნაცვლიშვილი ისნის რაიონში დევნილ მოსახლეობას შეხვდა. 

„ჩვენ ვმუშაობთ ძალიან აქტიურ გეგმაზე თუ როგორ გავააქტიუროთ შერიგების პროცესი. თუ როგორ გადავდგათ უფრო თამამი ნაბიჯები ამ კუთხით. ეს არ არის ილუზიები, ეს არის ძალიან პრაგმატული კონკრეტული ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება დევნილების საკუთრება  მაგრამ დიდი იმედი გვაქვს არა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი", - განაცხადა მან.

კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ნაცვლიშვილის თქმით, ისნის რაიონში სოციალური პრობლემები არსებობს. ის მოსახლეობას მათ ეტაპობრივად მოგვარებას დაჰპირდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics