|
2016-09-21 14:56:21, 1267 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაარსებული კიდევ ერთი საწარმო დაათვალიერა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაარსებული კიდევ ერთი საწარმო დაათვალიერა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჯართისა და ალუმინის ნახევარფაბრიკატების დამამზადებელი საწარმო „ლეგომეტალი“ 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული და ძირითად სამიზნე ბაზრებს წარმოადგენს ევროკავშირის ქვეყნები და იაპონია. კომპანია უკვე საკუთარი ნაწარმით მსოფლიოს ცნობილ ბრენდს, ავტომობილების მწარმოებელ კომპანიას “ტოიოტა“ ამარაგებს. უწყების ცნობით, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გაწეულ სამუშაოებს გაეცნო და კომპანიის ხელმძღვანელობისგან სამომავლო გეგმები მოისმინა. პროექტის ფარგლებში, კომპანიამ შექმნა ახალი, მაღალტექნოლოგიური საწარმო, რომელიც შეისყიდის ადგილობრივ ბაზარზე ფერადი ლითონის ჯართს, ალუმინის ჯართის სახით და საწარმოო პროცესის შედეგად, ბაზარს აწვდის მაღალხარისხიან პროდუქტს, ალუმინის ზოდების ან დე-ოქსიდანტის სახით. საწარმო, სადაც ამჟამად 40 ადამიანია დასაქმებული, სამომავლოდ სპილენძისა და ლატუნის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნასაც გეგმავს. პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საწარმოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამასთან თანამშრომლობის შედეგად, მიღებული იქნა სწორედ ის შედეგი, რისთვისაც იგი შეიქმნა. „ერთი წლის წინ ამ ადგილას იყო მდელო, ახლა კი 2000 კვ.მ.-ზე მდებარეობს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც ქმნის დამატებულ ღირებულებას და ადამიანებს ასაქმებს,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, საწარმოს გეგმებშია ახალი საწარმოო ხაზის გახსნა და არა ნახევარფაბრიკატის, არამედ საბოლოო პროდუქციის გამოშვება. შპს „ლეგომეტალი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანია პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 1,480,000 აშშ დოლარს შეადგენს. (NS)
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)