02:17 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 10:42:39, 845 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: საჭიროა თქვენი მხარდაჭერა, რათა გაგრძელდეთ ქვეყნის სწორი მიმართულებით სვლა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიორგი ვოლსკი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჯავახიშვილის, რეხისა და მეუნარგიას ქუჩებზე რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

გიორგი ვოლსკიმ მოსახლეობასთან ქვეყნის გარშემო არსებული გლობალური და ლოკალური პრობლემების შესახებ ისაუბრა. ყურადღება არსებული ვითარების ფონზე განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ აუცილებელია გაგრძელდეს ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გავაკეთეთ იმ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი, განვახორციელეთ გადარჩენის პოლიტიკა, რაც აუცილებელი იყო მრავალწლიანი ავტორიტარული მმართველობისგან დაჩაგრული ხალხისათვის. მას შემდეგ დაიწყო მშენებლობა. ახლა საჭიროა თქვენი მხარდაჭერა, რათა გაგრძელდეთ ქვეყნის სწორი მიმართულებით სვლა“,- აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

შეხვედრას ჯავახიშვილის ქუჩაზე ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წევრი  ესწრებოდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics