02:18 - 18 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 11:59:05, 657 ნახვა

პოლიტიკა
გოგი მეშველიანი შეხვედრებს განაგრძობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

 მაჟორიტარობის კანდიდატი სოფელ ტალავერის მოსახლეობას შეხვდა და პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

 “ჩვენ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული პროგრამა, დეტალურად გვაქვს შესწავლილი თითოეული სოფლის, უბნის, ოჯახის პრობლემა და ვეცდებით, ეს პრობლემები სწრაფად მოვაგვაროთ. ჩვენ მოსახლეობის ნდობის იმედი გვაქვს“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა. ამომრჩევლებთან შეხვედრას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი ქვემო ქართლში ზაურ დარგალი და გამგებლობის კანდიდატი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

 როგორც პაატა ხიზანიშვილმა აღნიშნა, 2015 წელს ქვემო ქართლში 851 პროექტი განხორციელდა.

 „ქვემო ქართლი პირველი იყო რეგიონებს შორის, ხოლო ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის ყველაზე ძლიერი იყო ბოლნისი, რომელიც სწორად გეგმავდა პრიორიტეტებს. გოგი მეშველიანი არის ერთ-ერთი მოწინავე ადამიანი და ღირსეული კანდიდატი კანდიდატებს შორის”, - განაცხადა „ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა“ პაატა ხიზანაშვილმა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევსა და სხვა რამდენიმე ქალაქში ფედოროვის მხარდამჭერი საპროტესტო აქციები მეორე დღეა გრძელდება: მონაწილეები სკანდირებენ „სირსკი, წადი!“
უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად მაქსიმ ცუცქირიძე დაინიშნა
აშშ-მ ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების სერია დაიწყო
ნათელაშვილი ტრამპის მადლობაზე - ხელოვნური ინტელექტის მიერ კომპიუტერის მეშვეობით გამოგზავნილი პასუხია მილოცვებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics