21:32 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-17 15:38:19, 715 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე ახალოგრიდან და ერედვიდან დევნილებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს - ახალგორელებსა და სოფელ ერედვის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაიმართა. საუბარი ეხებოდა ყველა პრობლემას, რაც დევნილებს აწუხებთ. დიმიტრი ხუნდაძე ამომრჩევლებს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა.

„გასული წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად მცხეთის რაიონში წეროვნის დევნილთა დასახლებაში მომიწია მისვლა. აქ გავხსენით რამდენიმე ობიექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ვიცი, რომ მათთვის ყველაზე დიდი შვება საკუთარ ფუძეზე დაბრუნებაა. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ყოფითი პრობლემების მოგვარებაში. გაორმაგდა სოციალური დახმარება, დევნილებს გადაეცათ საცხოვრებელი ბინები, დაუკანონდათ საცხოვრებლები წეროვანსა და სხვა დასახლებაში. ჩემს საარჩევნო პროგრამაში ცალკე პუნქტად შევიტანე დევნილთა და ვეტერანთა საკითხები. მე ჩემს სიტყვას ყოველთვის ვასრულებ და მომავალი 4 წელი მცხეთასა და მცხეთის რაიონში ყოფითი პრობლემების დასასრული იქნება“,-აღნიშნა ხუნდაძემ.

თავის მხრივ, წეროვნში მცხოვრებმა დევნილებმა ხელისუფლების მიერ გაწეული დახმარების, მათ შორის კანდაცვის პროგრამების გამო კმაყოფილება გამოთქვეს. წეროვნის დევნილთა დასახლებაში მორიგ შეხვედრას 200-მდე ადამიანი ესწრებოდა.

 

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics