22:33 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 16:17:35, 1258 ნახვა

ეკონომიკა
პრემიერი: ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება იქნება შესაძლებელი

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ, დაპროექტება ხდება ისე, რომ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება იქნება შესაძლებელი.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის შემდეგ  მნიშვნელოვნად შეიცვლება საზღვაო ტვირთბრუნვის სურათი.

ამასთან, მისივე განმარტებით, ანაკლიის პორტის მხოლოდ პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ,  ქვეყნის საკონტეინერო გადაზიდვების სატრანზიტო პოტენციალი თითქმის ორჯერ  გაიზრდება.

„ამ პორტების მიერ გატარებული ტვირთების რაოდენობამ 2015 წელს 20 მლნ ტონა შეადგინა.  საზღვაო ხაზები აკავშირებს ჩვენს პორტებს თურქეთის – სამსუნის და სტამბოლის, ბულგარეთის – ვარნის და კონსტანცას, და უკრაინის – ოდესის და ქერჩის პორტებთან.  ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვლება საზღვაო ტვირტბრუნვის სურათი. ანაკლიის პორტის მხოლოდ პირველი ფაზის განხორციელების შემდეგ, რაც მომავალი ოთხი წლის განმავლობაში დასრულდება, ქვეყნის საკონტეინერო გადაზიდვების სატრანზიტო პოტენციალი თითქმის ორჯერ გაიზრდება. დღევანდელი პოტენციალი არის დაახლოებით 600 000 TEU (20-ფუნტიანი ეკვივალენტი, რაც ერთ კონტეინერს ნიშნავს), პორტის პირველი ფაზის დასრულების შედეგად, ჩვენ გვექნება დამატებით 500 000 TEU-ს გატარების პოტენციალი, ანუ თითქმის გაორმაგდება სატრანზიტო პოტენციალი და შემდეგი ფაზა, რომელიც მომდევნო 7 წელიწადში უნდა დასრულდეს, იქნება დამატებით 1,5 TEU-ს გატარების პოტენციალის შექმნა, ხოლო ანაკლიის პორტის სრულად ამოქმედების შემდეგ, დაპროექტება ხდება ისე, რომ 100 მილიონამდე ტვირთის გატარება ჰქონდეს“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics