09:23 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 16:11:22, 1164 ნახვა

საზოგადოება
თბილისში პირველი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი გაიხსნება

თბილისში პირველი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მუზეუმი - "ექსპერიმენტორიუმი" გაიხსნება. 

უპრეცედენტო შემეცნებით-გასართობ მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის 80-მდე ექსპონატი.

გახსნით ღონისძიებაზე, ექსპონატების გარდა, წარმოდგენილი იქნება თხევადი აზოტის ულამაზესი შოუ.

„ექსპერიმენტორიუმი" მეცნიერული კანონებისა და სამყაროს შესწავლისთვის საუკეთესო ადგილია, რომელიც მოზარდებს ცოდნის გაღრმავების კიდევ უფრო დიდ სურვილს გაუჩენს.

ინტერაქტიული ექსპონატების მონახულების გარდა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა საგანმანათლებლო სივრცეში შესაძლებელი იქნება ქიმიისა და ფიზიკის სფეროებში სხვადასხვა სახის ცდის, სემინარისა და ღია გაკვეთილის ჩატარება, მუზეუმის კვალიფიციური პერსონალის ზედამხედველობით. მუზეუმში შესაძლებელია ოჯახური ტურების მოწყობაც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics