|
2015-03-12 16:25:50, 2265 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2015-2016 სასწავლო წელს საბაკალავრო სკოლაში მიღებასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, დღეს, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან აბიტურიენტები ესწრებოდნენ. აკადემიის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს პრეზენტაცია წარუდგინეს საბაკალავრო სკოლაში მიღების პირობების, არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების შესახებ. პრეზენტაციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 31 მარტიდან 19 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს: სამედიცინო შემოწმება, გასაუბრება და ფიზიკური მომზადება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება შემდეგი საგნები - ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და მათემატიკა. 2015-2016 აკადემიური წლისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება ხორციელდება მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამებზე. იუნკერები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი. აკადემიის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხსა და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)