20:27 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-16 12:53:56, 742 ნახვა

პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: ხელისუფლებას არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების ნება არ გააჩნია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ თინა ბოკუჩავას შეფასებით,დღევანდელ ხელისუფლებას არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების ნება არ გააჩნია.

„ეს მემორანდუმი იქნება ფარატინა ქაღალდი, რადგან დღევანდელ ხელისუფლებას მშვიდობიანი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების პოლიტიკური ნება არ გააჩნია. მემორანდუმის გაფორმების ნაცვლად უმჯობესია შეჩერდეს ,,სუსის’’ დაშინების კამპანია რომელსაც იგი ახორციელებს, ნაცვლად ამისა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის უფროსად გვევლინება კახა კალაძე, კორცხელის გამოუძიებელი ინციდენტის ორგანიზატორი. ასეთი მეთოდებით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს იმ პოლიტიკური განაჩენის ცვლილებას, რომელსაც ქართველი ხალხი მშვიდად და მტკიცედ გამოუტანს 8 ოქტომბრის არჩევნებში დღევანდელ მთავრობას“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics