|
2016-09-11 17:46:38, 766 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე: რაც თქვენთან ასაწონ-დასაწონი არ მაქვს, ეს ჩემი მშობლიური ანასეულის სიყვარულია
“ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ მოსახლეობასთან შეხვედრა ქალაქში, ანასეულის დასახლებაში გამართა. “ჩემო ანასეულელებო, მე არ ვაპირებ არცერთი ზედმეტი, არცერთი ყალბის სიტყვის თქმას თქვენთვის. წლების მანძილზე მთავრობაში ყოფნამ თითოეული სიტყვის აწონ-დაწონას მიმაჩვია, მაგრამ რაც თქვენთან ასაწონ-დასაწონი არ მაქვს, ეს ჩემი მშობლიური ანასეულის სიყვარულია“ - განაცხადა ანასეულელებთან შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ. დეპუტატობის კანდიდატმა ანასეულელებს სამომავლო გეგმები და საარჩევნო პროგრამა გააცნო. ასევე დეტალურად ისაუბრა ანასეულის მომავალ განვითარებაზე - განსაკუთრებული ყურადღება ეკოსისტემაზე და პარკების მოვლა-პატრონობაზე გაამახვილა. “ანასეული სამაგალითო იყო სამეცნიერო პოტენციალით, ინოვაციებითა და სამეწარმეო ტექნოლოგიებით. გადაჭარბების გარეშე გეტყვით, რომ ანასეული არა მხოლოდ წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის, არამხოლოდ გზის და სახურავების შესაკეთებლად არამედ მეგა-პროექტებისთვის არის უკვე მზად“,-დასძინა თალაკვაძემ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)