13:30 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-10 17:24:59, 798 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: სწორედ ჩვენ შეგვიძლია გადამწყვეტი როლი ვითამაშოთ ბავშვების ცხოვრების გალამაზებასა და გაუმჯობესებაში

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“  კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი მეზურნიშვილი  საქალაქო ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, სადაც მაკლეინის ასოციაციამ და სამოქალაქო ინიციატივების ახალგაზრდული ცენტრის, „მომავალი“-ის წარმომადგენლებმა  ტრენინგის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს.

ტრენინგის თემა იყო: "ინკლუზიური განათლება" და „პრობლემური ქცევის მართვა“, მიზანი კი პედაგოგთა გადამზადება, რაც შემდგომში მათ ხელს შეუწყობს უკეთ განსაზღვრონ ბენეფიციართა სწავლის, ქცევის მართვისა და უსაფრთხო გარემოს შექმნის სტრატეგიები.

''გავიცანი პატარები, რომლებიც განსაკუთრებული სითბოს და სიყვარულის მატარებლები არიან. ყველა ბავშვი უნდა ცხოვრობდეს სრულფასოვნად, ამაში მათ საზოგადოებაში ინტეგრირება დაეხმარებათ. სწორედ ჩვენ შეგვიძლია გადამწყვეტი როლი ვითამაშოთ ბავშვების ცხოვრების გალამაზებასა და გაუმჯობესებაში“,- განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილიარდერები რუსეთიდან თავიანთი ფულის გატანას ჩქარობენ, რადგან სამხედრო ბიუჯეტისთვის კონფისკაციის შიში აქვთ
CBS: აშშ კუბაში დესანტის გახსნას განიხილავს
ელენე ხოშტარიას თოდუას კლინიკაში კვლევები ჩაუტარდა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics