|
2016-09-10 17:18:18, 740 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ოზურგეთში, დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მოსახლეობას შეხვდა
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“- ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაბა ლაითურისა და დაბა ნარუჯის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. დეტალურად ისაუბრა სოციალურ განვითარებაზე, ეკონომიკის, ჯანდაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებზე. არჩილ თალაკვაძემ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება. “8 ოქტომბერს ჩვენ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, თუმცა ამ არჩევნებში ჩვენი კონკურენტები არ არიან პოლიტიკური პარტიები, ჩვენი კონკურენტები არიან სოფლებში დარჩენილი ძველი შენობები, მიწის ნაკვეთები რომელსაც დავამუშავებთ, შეჭირვება და სიღარიბე, რომელსაც მეწარმეობის განვითარება სჭირდება. მომდევნო წლების განმავლობაში არცერთი სოფელი არ უნდა დარჩეს გზის, წყლის, გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე”, - მიმართა თალაკვაძემ ლაითურისა და ნარუჯის მოსახლეობას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომს შეუტია
რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია – დაიღუპა 2, დაშავდა 5 ადამიანი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)