|
2015-03-11 17:37:32, 2342 ნახვა
სამხედრო
მაიორი ჯოელ ფოსტერი ქართველი სამხედრო ფსიქოლოგებისთვის ორკვირიან სწავლებას ატარებს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტს ამერიკელი ფსიქოლოგი ეწვია. მაიორი ჯოელ ფოსტერი ქართველი სამხედრო ფსიქოლოგებისთვის ორკვირიან სწავლებას ატარებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო კურსი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ამერიკელი ფსიქოლოგი ქართველ კოლეგებს თავის ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანების, პოსტტრავმული სტრესის, საბრძოლო და ოპერაციული სტრესის, პირველადი ფსიქოლოგიური დახმარების, ფსიქოლოგიური შერჩევისა და უახლესი ფსიქოთერაპიული მეთოდის, გახანგრძლივებული ექსპოზიციით თერაპიის შესახებ ესაუბრა. ტრენინგი მრავალეროვნული თანამშრომლობის ფარგლებში იმართება. მაიორი ჯოელ ფოსტერი საქართველოში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს მოწვევით ჩამოვიდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)