|
2016-09-08 15:02:51, 721 ნახვა
საზოგადოება
ელექტრონულ რეცეპტებთან დაკავშირებით ფარმაცევტებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს
ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნულ სასწავლო ცენტრში ელექტრონულ რეცეპტებთან დაკავშირებით ფარმაცევტებისთვის ტრენინგი მიმდინარეობს. მონაწილეებს ჯანდაცვის სანისტროს წარმომადგენლები ელექტრონული რეცეპტის მოხმარების ინსტრუქციას დეტალურად გააცნობენ. ფარმაცევტებს საშუალება ექნებათ, პერმანენტულ რეჟიმში დასვან კითხვები, ისაუბრონ ელექტრონულ სისტემაში არსებულ პრობლემებზე და მიიღონ საჭირო რეკომენდაციები. სასწავლო კურსის მიმდინარეობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნინო ბერძული დაესწრო. მისი განცხადებით, 1 თვის მონაცემებით დღეში დაახლოებით 100 ელექტრონული რეცეპტი იწერება, რაც საკმაოდ კარგი დასაწყისია და ოქტომბრის ბოლოსთვის თბილისის მასშტაბით სისტემაში 250 სააფთიაქო დაწესებულება იქნება ჩართული. პირველ ეტაპზე სასწავლო კურსში 70 ფარმაცევტი ჩაერთო. აღნიშნული ტრენინგები ფარმაცევტებისთვის 4 ეტაპად ჩატარდება. ელექტრონული რეცეპტის ტესტირება 2016 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და მასში ჯანდაცვის პროვაიდერი, საოჯახო მედიცინისა და ფარმაცევტული ქსელებიდან, ასევე აფთიაქებიდან სუბიექტები სპეციალური მოთხოვნების გათვალისწინებით ჩაერთნენ. ელექტრონული რეცეპტი საქართველოს ყველა სამკურნალო და სააფთიაქო დაწესებულებაში ეტაპობრივად გავრცელდება და ყველა მსურველს ცხელ ხაზზე დარეკვით სისტემაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა. თავდაპირველად ელექტრონულ რეცეპტზე გადასვლა ნებაყოფლობით, შემდგომში კი სავალდებულო წესით მოხდება.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)