|
2016-09-07 22:42:28, 813 ნახვა
სამხედრო
ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე ღია კარის დღე გაიმართა
მრავალეროვნული სწავლება “Agile Spirit 2016“-ის ფარგლებში, ორფოლოს სამხედრო სასროლეთზე ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მცხოვრებლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. სწავლების მონაწილე ქვედანაყოფებმა მოწვეული სტუმრებისათვის საჩვენებელი წვრთნები გამართეს. სამხედრო წვრთნების სცენარი რეიდს, ავიაციის და საარტილერიო დანადგარების ცეცხლს სამიზნეზე, უსაფრთხოების ოპერაციებს, სატანკო და ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების საცეცხლე მხარდაჭერას, მექანიზირებული ქვედანაყოფების ობიექტზე შეტევას, სწრაფი თავდაცვის მოწყობას, მოწინააღმდეგის კონტრშეტევის მოგერიებას და უკან გამოსვლას მოიცავდა. წვრთნებში ჯავშანტექნიკა, საარტილერიო დანადგარები და ავიაცია გამოიყენეს. საჩვენებელი წვრთნების დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრებისათვის სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას და მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცათ, მრავალეროვნული სწავლება „Agile Spirit 2016”-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა დაეთვალიერებინათ. მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი და აშშ-ის საზღვაო ქვეითები ატარებენ. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და ლატვიის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. „Agile Spirit 2016“ სამეთაურო საშტაბო და საველე მომზადებას მოიცავს. სწავლების საველე და სამეთაურო საშტაბო ფაზები, ოფიციალურად, 9 სექტემბერს ორფოლოს სასროლეთზე დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)