|
2015-03-11 15:29:46, 775 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: ყველამ უნდა გავიკეთოთ აცრები
„ყველა, მოქალაქემ, ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა უნდა გავიკეთოთ აცრები და პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება, არ წარმოვიდგინოთ, როგორც აპოკალიფსური მოვლენა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის მიერ რიგგარე სხდომის დანიშვნის თემის კომენტირებისას განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტი არავის ანკესზე არ წამოეგო და ის თავისი გადაწყვეტილებებით მოქმედებს. „თქვენ ახსენეთ სიტყვა ნაწყენი. ვინც ნაწყენია დალიოს ცივი წყალი. ბევრი მაქვს მაცივარში მობრძანდნენ, ყველა მხრიდან. პოლიტიკაში მყოფმა ადამიანებმა უნდა გაიკეთონ აცრა, ნაწყენობაზე, გაბრაზებაზე, გაბუტვაზე და ამ ტიპის რაღაცეებზე. ამასობაში ჩვენ ყველამ, მოქალაქეებმა, ჟურნალისტებმა, უნდა გავიკეთოთ ასევე აცრები და პოლიტიკოსებს შორის უთანხმოება არ წარმოვიდგინოთ, როგორც აპოკალიფსური მოვლენა. ვინაიდან ამ საკითხში მე არ ვეთანხმები ვინმეს ესეიგი არც ერთ საკითი არ დავეთანხმები საერთოდ და ასე შემდეგ. ასე არ არის ეს საქმე. ჩვენ ყოველდღიურად განსახილველი გვაქვს უამრავი საკითხი და გვევალება, რომ თითოეული საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება. კონკრეტულ საკითხში უმრავლესობის წარმომადგენელთა მოსაზრება პრეზიდენტისგან განსხვავებულია, ამის შემფასებელი კი საქართველოს მოქალაქეები არიან. არამგონია, რომ პრეზიდენტი ვინმეს ანკესს წამოეგო, პრეზიდენტი თავისი პასუხისმგებლობით და თავისი გადაწყვეტილებით მოქმედებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)