|
2016-09-07 12:23:03, 720 ნახვა
პოლიტიკა
მერაბ ქვარაია ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ქვარაია ზუგდიდში მოსახლეობას შეხვდა. კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და ის პროექტები განიხილა, რომელზეც მუშაობას პარლამენტში გეგმავს. როგორც მოსახლეობასთან შეხვედრისას მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, 8 ოქტომბერს ზუგდიდი აუცილებლად გააკეთებს ღირსეულ არჩევანს. ,,მიხარია, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ აქტიური მოქალაქეები, ადამიანები, რომლებიც სვამენ კვალიფიციურ კითხვებს და აქვთ საინტერესო ხედვა ქალაქის განვითარების კუთხით. დღეს სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ვისაუბრეთ ეკონომიკური განვითარების გეგმებზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის გზებზე. რაც მთავარია მე ვხედავ მოტივირებულ ადამიანებს და ვხედავ, რომ 8 ოქტომბერს ზუგდიდი აუცილებლად გააკეთებს ღირსეულ არჩევანს და ჩვენ, ყველა ერთად ვიზეიმებთ ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებას“-განაცხადა მერაბ ქვარაიამ შეხვედრების დასრულების შემდეგ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)