07:38 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 19:51:29, 885 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სამხარეო ადმინისტრაციასთან არსებული სათათბირო ორგანოს - საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს შეხვდა.

კანდიდატმა შეხვედრაზე საზოგადოებრივი საბჭოს როლზე, საჭიროებებსა და საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

"არ მოვდივართ იმისთვის, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, მოვდივართ იმისთვის, რომ თქვენი დაწყებული სასიკეთო საქმეები წარმატებით დავასრულოთ, რათა ოზურგეთი სწრაფად განვითარდეს. დრო, როდესაც თქვენი აზრი ხელისუფლებას არ აინტერესებდა, 2012 წელს დასრულდა. ახლა კი მოდის წლები, როდესაც ქვეყანას თქვენი მოსაზრებების გარდა, თქვენი აქტიური მონაწილეობაც სჭირდება",- ამ სიტყვებით მიმართა არჩილ თალაკვაძემ  საბჭოს წევრებს.

 შეხვედრა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics