|
2016-09-06 11:30:33, 679 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: ვიზალიბერალიზაცია არჩევნების პროცესზე მიბმული არ იქნება
"ვიზალიბერალიზაცია არ იქნება მიბმული არჩევნების პროცესზე, ეს არის საკითხი, რომელიც გადაწყვეტილია", - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ვიზალიბერაზალიციით საქართველოს ინტეგრაციის პროცესი არ სრულდება, რადგან ხელისუფლებას ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. "საქართველოს აქვს ძალიან მაღალი პოლიტიკური მხარდაჭერა როგორც კომისიის, ისე პარლამენტის მხრიდან. ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტია მხარს უჭერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას. ჩვენ გვაქვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს დონეზე მკაფიო მხარდაჭერის გზავნილი მიღებული, აქედან გამომდინარე, იმედია, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება. მთავარი ამ თვალსაზრისით არის ის, რომ ორმხრივად ყველაფერი გაკეთდა, სამოქმედო გეგმა შესრულდა, არის პოზიტიური განწყობა, აქედან გამომდინარე, პროცედურებს დაველოდოთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები გავლენას იქონიებს თუ არა ვიზალიბერალიზაციაზე, ჩვენთვის, როგორც ევროპული სახელმწიფოს მშენებელი საზოგადოებისთვის, არჩევნები არ არის გამოწვევა. ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადავდგათ წინ. ვიზალიბერაზალიციით ჩვენი ინტეგრაციის პროცესი არ სრულდება. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რომელიც უკავშირდება მომავალი სამი წლის დღის წესრიგს. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯით დავიწყებთ ამ სვლას. ჩვენ უკვე 3 თვეა ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში და ვიხილეთ უპრეცედენტო, ღია, სამართლიანი გარემო ყველა პოლიტიკური პარტიისთვის“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)