|
2016-09-05 15:40:27, 756 ნახვა
პოლიტიკა
გელა სამხარაული მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გელა სამხარაული 4 წლიანი მოღვაწეობის ანგარიშითა და სამომავლო გეგმებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების: რუისპირის, ახატელისა და თეთრიწყლების მოსახლეობის წინაშე წარსდგა. გელა სამხარაულმა ყურადღება, ხელისუფლების მიერ გატარებულ, თვითმმართველობის რეფორმის შედეგად მიღებულ პოზიტიურ ტენდენციებზე გაამახვილა. მისი თქმით, თელავისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის მინიჭებისა და ცაკლე თელავის თემის მუნიციპალიტეტად ჩამოყალიბების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიუჯეტში თანხები მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების საჭიროებებისთვის. მოსახლეობის ინტერესი მოახლოებულმა რთველმა გამოიწვია. გელა სამხარაულის განმარტებით, მევენახეების ინტერესების გათვალისწინებით სუბსიდირება „რთველი 2016“-ის ფარგლებშიც განხორციელდება. „მევენახეთა დახმარებასა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ხელშეწყობას სახელმწიფო არა მხოლოდ სეზონური სუბსიდირებით, არამედ კომპლექსურად ცდილობს. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია აგროდაზღვევის პროგრამის ფუნქციონირება. ასევე, სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო გამშვები დანადგარების ამოქმედება, რამაც ყურძნის მოსავალი საგრძნობლად გაზარდა. საყურადღებოა უწყებრივი კადასტრის პროგრამის დაწყება, რომელიც კახეთის რეგიონში ეტაპობრივად განხორციელდება და მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს დაარეგულირებს. სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოლულარიზაციას. საკითხისადმი მსგავსი მიდგომების შედეგად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მევენახეებმა, კახეთში 400 მილიონ ლარამდე შემოსავალი მიიღეს“,- განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)