|
2016-09-05 13:37:39, 672 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოსა და ჩინეთის ჯანდაცვის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის მინისტრის მოადგილემ, ვან პეიანმა სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებას, მათ შორის, ინფრასტრუქტურული, კლინიკური დარგების სპეციალისტების გაცვლისა და საქართველოში ჩინური ტექნოლოგიების, ასევე სამედიცინო აღჭურვილობის დანერგვის შესაძლებლობებს მოიცავს. დავით სერგეენკოს განცხადებით, მემორანდუმი ორი ძირითადი შეთანხმების საფუძველზე შედგა. „აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს არსებული თანამშრომლობის გაფართოებას. ამის ძირითადი საფუძველი არის ორი შეთანხმება - ერთი, რომელიც ჩინეთში ვიზიტისას შედგა და მეორე - მთავრობათაშორისი შეთანხმება აბრეშუმის გზის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების შესახებ“, - განმარტა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. დელეგატებთან შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესწრებოდა. შეხვედრაზე ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა, სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის დედათა და ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები მიმოიხილეს. ასევე, „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციაზე“ იმსჯელეს და სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვისა და ოჯახის დაგეგმარების კომიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 7 სექტემბერს დასრულდება.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)