|
2015-01-09 19:25:40, 2251 ნახვა
საზოგადოება
საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო ორგანიზაცია ,,იდენტობის,, წევრებისა და ყოფილი ხელმძღვანელის მიერ სოციალური ქსელის მეშვეობით, საშობაო ეპისტოლეს შეფასებასა და "იდენტობის" ოფისთან ხვალ დაგეგმილ აქციას ეხმაურება. როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი, ორგანიზაცია ,,იდენტობის,, წევრებმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს აზრი დაამახინჯეს, რითაც მორწმუნეთა დიდი აღშფოთება გამოიწვიეს. გარდა ამისა, საპატრიარქო "იდენტობის" ოფისთან ხვალ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს თხოვნით მიმართავს, შობის დღეებში სიმშვიდე შეინარჩუნონ და ღონისძიების ჩატარებისგან თავი შეიკავონ. "გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი პრინციპია და ჩვენ მას ვაღიარებთ. მაგრამ აქვე ავღნიშნავთ, რომ ეს თავისუფლება არავის მიერ და, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, არ უნდა იქნეს გამოყენებული საზოგადოების რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და ქვეყანაში სამოქალაქო სიმშვიდის დარღვევისათვის.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)