|
2016-08-31 19:52:25, 1019 ნახვა
სამხედრო
კაპანაძე - მყვინთავებს, რომლებიც გონიოში წვრთნებს ახორციელებდნენ, ინსტრუქტორის სერთიფიკატები აქვთ
მყვინთავებს, რომლებიც გონიოში სამხედრო წვრთნებს ახორციელებდნენ, ინსტრუქტორის სერთიფიკატები აქვთ, - ამის შესახებ შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, მოკვლევის საგანია, რამდენად ითვალისწინებდა სერთიფიკატი იმ კონკრეტული მეცადინეობის ჩატარებას, რასაც ორი ჯარისკაცი ემსხვერპლა. „მოკვლევა მიმდინარეობს. იმის თქმა, რომ სერთიფიკატები არ ჰქონდათ და არ ჰქონდათ სასწავლო პროგრამები, ეს არ იქნებოდა ზუსტი, ვინაიდან ინსტრუქტორებს გააჩნიათ სერთიფიკატები. იქ არის საკითხები, არსებული სერთიფიკატი რამდენად ითვალისწინებდა კონკრეტული სწავლების თუ მეცადინეობის ჩატარების უფლება-მოვალეობებს. უნდა დადგინდეს, თუ რა სასწავლო დისციპლინები აქვთ გავლილი ამ მყვინთავებს, იმიტომ რომ ყველას აღებული აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი თურქეთში, როგორც ჩემთვის არის ცნობილი“, - განუცხადა კაპანაძემ „რუსთავი 2“-ს. ცნობისთვის, დღეს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ პირებს, რომლებიც გონიოში წვრთნებს ახორციელებდნენ, ინსტრუქტორის სერთიფიკატი არ გააჩნდათ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)