|
2016-08-30 20:04:44, 800 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში გააქტიურებული საქართველო–გერმანიის ურთიერთობების ძირითადი საკითხები. გიორგი კვირიკაშვილმა გერმანელ პოლიტიკოსს გააცნო საქართველოს სწრაფი განვითარების 4–პუნქტიანი გეგმა. საუბარი შეეხო ბოლო წლებში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომლებიც განსაზღვრულია ასოცირების შეთანხმებით და დაკავშირებულია ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანთან. კნუტ ფლეკენშტეინმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციისა და სავიზო ლიბერალიზაციის პროცესებისადმი. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობამ სრულად და ზედმიწევნით შეასრულა სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა ამოცანა და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს უვიზო მიმოსვლის დროულად ამოქმედებას. მხარეებმა ისაუბრეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე და ხაზი გაუსვეს დემოკრატიული, თავისუფალი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს მნიშვნელობას. საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის" ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
პირს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, პატიმრობა შეეფარდა
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)