18:16 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 13:24:23, 1754 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ ჯიზრეში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Reuters ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. 

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, რეჯეპ აქდაგის ინფორმაციით, ყველა დაღუპული სამართალდამცველია. მისივე თქმით, დაშავებულთა რაოდენობა 78-მდე გაიზარდა, აქედან 4 ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.  

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ჯიზრეში, პოლიციის განყოფილებასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა.

თურქული მედიის ცნობით, აფეთქების ორგანიზატორი "ქურთისტანის მუშათა პარტიაა", თუმცა დაჯგუფებას პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ჯერ არ აუღია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics