|
2016-08-25 15:53:35, 1373 ნახვა
პოლიტიკა
სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვა არის მხოლოდ იმის ნაწილი, რაც გეკუთვნოდათ და დაგიბრუნეთ
მსურს, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი დიდი პატივისცემა და გითხრათ, რომ ნამდვილად, არ ჩამოვსულვარ აქ იმისათვის, რათა თავი მოგაწონოთ, თუ რამდენი რამის გაკეთება შევძელი, - ასეთი სიტყვებით მიმართა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ლენტეხში ადგილობრივ მოსახლეობას. მინისტრმა მოსახლეობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ ესაუბრა. „ეს მთლიანად მთავრობის დამსახურებაა. სამწუხაროდ, მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ ჰქონდა შესაძლებლობა, თუნდაც გადაუდებელ შემთხვევაში ექიმთან მისულიყო. ეს არის თითოეული თქვენგანის უფლება და ეს არის ის, რაც გეკუთვნით. ერთადერთი, რაც შევძელით, იმის ნაწილი დაგიბრუნეთ, რაც გეკუთვნოდათ და არა ის, რომ დაგამადლოთ, აი, რამდენი რამ გავაკეთეთ. კარგად მესმის, დამერწმუნეთ, დეტალურად ვიცი, ის დამატებითი საჭიროებები, რაც დარჩება რაიონს მას შემდეგ, რაც ძალიან მალე საავადმყოფო გაიხსნება. იგივე შეეხება სასწრაფოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ. მინისტრმა ასევე ისაუბრა სოციალური დახმარებების შესახებ. "ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის სოციალური დახმარებები. ჩვენ ძალიან ვეცადეთ და ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური შემადგენელი მთლიანად ამოვაცალეთ ამ საკითხს, როდესაც არჩევნების წინ ხდებოდა ხოლმე ათეულობით ათასი ადამიანისთვის დახმარების დანიშვნა. მესმის, რომ თითოეული ადამიანისთვის, თითოეული ოჯახისთვის დანიშნული ან განსაკუთრებით მოხსნილი სოციალური დახმარება რამდენად მტკივნეულია, მაგრამ თვალებში გიყურებთ და პირობას გაძლევთ, რომ ეს არის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკა, შეიძლება ითქვას ღირსების საკითხიც, რომ სოციალური დახმარების იმედზე კი არ იყოს მხოლოდ ადამიანი და ოჯახი, არამედ მას ჰქონდეს ღირსეული სამუშაოს შესაძლებლობა, რათა თავად ღირსეულად შეინახოს ოჯახი. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ოჯახებს, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება, აუცილებლად დავეხმარებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. ამასთან, დავით სერგეენკო, პრემიერ-მინისტრთან ერთად, ლენტეხში საავადმყოფოს მშენებლობის პროცესს გაეცნო.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)