19:59 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 12:16:54, 758 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე: ჩვენ დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ვიწყებთ

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ.

მისივე

თქმით, დედაქალაქის მერს პრობლემების მოგვარების უნარი არ შესწევს. 

„ბოლო ორი წლის განმავლობაში დავით ნარმანიას მერობამ ნათლად დაგვანახა, რომ თბილისს ყავს მერი, რომელიც პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს და პასუხისმგებლობას გაურბის.  შეუძლებელია, დავით ნარმანიასგან რაიმე უკეთესის მოლოდინი გვქონდეს. შეიძლება, ასეულობით მილიონობით ლარი გაიფლანგოს თბილისის ბიუჯეტიდან და თბილისელების პრობლემები კვლავ მოუგვარებელი დარჩეს. რჩება ერთადერთი გზა, რომ დავიწყოთ მერის უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივი პროცედურა, რომელსაც 24 დეპუტატის ხელმოწერა ჭირდება ანუ საჭიროა ჩვენი კოლეგების შემოერთება უმრავლესობიდან. საკითხი დგას მარტივად  ან „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ნარმანიას და იმ სერიოზულ პრობლემებს, რომელიც მერის გამო იქმნება ან აღიარებენ, რომ ნარმანია ივანიშვილის მორიგი შეცდომაა. თბილისელებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ აირჩიონ მერი, რომელიც რეალურად იზრუნებს მათ პრობლემებზე.  ეს პროცედურა სწორედ ამიტომ დავიწყეთ“, - აცხადებს აბესაძე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics