|
2016-08-24 19:46:45, 848 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე შეხვედრა გაიმართა
თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების თემაზე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას თბილისის მერი დავით ნარმანია, ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ. დავით ნარმანიამ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის და ეკოლოგიის მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ დასმულ აქტუალურ საკითხებზე არასამთავრობო სექტორთან მერია აქტიურად თანამშრომლობს და კონკრეტულ მიმართულებებზე მუშაობა უახლოეს დღეებში დაიწყება. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსაზრებები არის საერთო. ის, რომ სამსახურის რეორგანიზაცია უნდა დავიწყოთ, ამაში ყველანი ვთანხმდებით, ისევე, როგორც მარეგულირებელ ნორმებში გარკვეული ცვლილებების შეტანის აუცილებლობასაც ყველანი ვხედავთ. ასევე მნიშვნელოვანია საბჭოს ფორმირების და ამ ფორმატში გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტიც. ამიტომ, ამ საკითხებზე უახლოეს დღეებში თქვენთან ერთად დავიწყებთ მუშაობას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ის თბილისის საკრებულოს წინაშე მოხსენებით 26 აგვისტოს წარდგება. რაც შეეხება გამწვანების რეგულაციებს, სამუშაო ფორმატში მუშაობის რეჟიმი მომდევნო კვირიდან გაგრძელდება. „ჩემი თხოვნა იქნება თქვენს მიმართ, ვინც კონსტრუქციულ რეჟიმში მზად ხართ ჩვენი ქალაქის სასიკეთოდ საქმე გავაკეთოთ, დავსხდეთ, ვიმუშაოთ, გავწეროთ კონკრეტული ნორმები, რაც შესაცვლელია, ერთობლივი მუშაობით შევცვლით. შემოდგომაზე აქტიურად გავაგრძელებთ გამწვანების ღონისძიებებს, ამიტომ, მოვუწოდებთ დაინტერესებულ საზოგადოებას, ჩაერთოს ჩვენთან ერთად“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)