|
2016-08-24 16:50:48, 728 ნახვა
საზოგადოება
რატიანი და ხოშტარია ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრიდან აბიტურიენტებისთვის დაუმუშავებელი ინფორმაციის გაგზავნის ფაქტს ეხმაურებიან
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სერგო რატიანი და ელენე ხოშტარია ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრიდან აბიტურიენტებისთვის დაუმუშავებელი ინფორმაციის გაგზავნის ფაქტს ეხმაურებიან. მათი განცხადებით, "ეს არის ქართული ოცნების ტიპური მმართველობის წესი, როდესაც აწყობილი სისტემა შეუძლიათ მოშალონ". „ეროვნული გამოცდების შედეგების გამოცხადების პროცესებში შემაშფოთებელი ფაქტი მოხდა. გუშინ აბიტურიენტების ნაწილს ერთი საათის განმავლობაში ურეკავდნენ. მათ მათი მოწყობისა და გრანტის ოდენობის შესახებ შედეგებს უგზავნიდნენ. შემდეგ ეს შეწყდა და არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ დადებულა. . ეს რამდენიმე რამეს ნიშნავს, პირველი, ეს არის ქართული ოცნების ტიპური მმართველობის წესი, როდესაც აწყობილი სისტემა შეუძლიათ მოშალონ. გარდა ამისა, ეს არის ძალიან ცუდი და აგდებული დამოკიდებულება ადამიანებისადმი. ამან შესაძლოა ინსტიტუტეების სანდოობასთან დაკავშირებით პრობლემები გააჩინოს. აწყობილი სისტემა, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას დახვდა და რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს, მოარღვიეს", - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)