|
2015-03-09 16:33:01, 571 ნახვა
პოლიტიკა
თამარ ბერუჩაშვილი: სანქციები რჩება, როგორც რუსეთზე ზეწოლის მნიშვნელოვანი ელემენტი
"დღეს კონსენსუსი მათ გაფართოებაზე მიღწეული არ არის, მაგრამ სანქციები რჩება, როგორც მნიშვნელოვანი ელემენტი რუსეთზე ზეწოლისა," - აღნიშნული განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა გააკეთა. ბერუჩაშვილმა ამ განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა, რომ ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზად არ არის. თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია დასავლეთის პარტნიორები იყვნენ ერთიანი და თანამიმდევრული იმ არჩევანში, რასაც ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის მხარდაჭერა ეწოდება და ასევე იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებმაც საკუთარი არჩევანი გააკეთეს. „კონკრეტული კონსესუსი მიღწეული გაფართოებასთან დაკავშირებით არ არის, მაგრამ სანქციები რჩება მნიშვნელოვანი ელემენტი, როგორც რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლისა. ამ მიმართულებით, მე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსთვის მნიშნელოვანია, დასავლეთის პარტნიორები იყვნენ ერთიანი და თანამიმდევრული“, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)