|
2016-08-22 16:55:45, 669 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატის ინფორმაციით, ტერაქტის მზადების საქმეზე ერთ-ერთ დაკავებულს ოპერაცია უტარდება
ტერაქტის მზადების საქმეზე დაკავებული ბექა ბექაურის ადვოკატის მაია ჭრელაშვილის ინფორმაციით, დაკავებულს ოპერაცია უტარდება. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბექა ბექაურს თავის ქალა აქვს გატეხილი. „ახლა მოვდივარ საავადმყოფოდან და მას წუთი-წუთზე დაუწყებენ ოპერაციას. თავის ქალა აქვს გატეხილი”, - აღნიშნა ადოკატმა. მაია ჭრელაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას აღიარებს. “მან ყველაფერი აღიარა, რასაც გამოძიება ედავებოდა. აღიარება არ უკავშირდება დაკავების დროს განხორცელებულ ზეწოლას“, - განაცხადა ადვოკატმა. ამასთან დაკავებული ბექა ბექაურის დეიდა აცხადეს, რომ ბექა ადრე სამხედრო იყო, მაგრამ უკრაინასთან შეხება არ ჰქონია. „დედ-მამა არ ყავს და მე ვზრდიდი. ჩემს გარეშე ვერავისთან ჭამდა პურს. სასწაული ნაცემია, თავი აქვს გატეხილი ისე, რომ ოპერაცია ჭირდება, არ ვიცი, დაკავებისას თუ მერე ცემეს, ფაქტია, ნაცემია. არ ვიცი, რა მოხდა. ადრე სამხედროც იყო, მაგრამ უკრაინასთან შეხება არ ქონიათ, დანარჩენს ყველაფერს ალბათ პროფეცესზე გაიგებთ“, - განაცხადა ბექაურის დეიდამ. შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2016 წლის 20 აგვისტოს, რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებისათვის და ტერორისტული მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა, ტარებისა და ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს 5 მოქალაქე: ბექა ბ, ვლადიმერ რ, მინდია ვ, ჯაბა მ. და ნური ჭ. დააკავა. "ამ პირების გარდა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთობლივად საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი ლევან მ.-ა დაკავებული.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)