|
2016-08-21 16:12:17, 921 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ჯაშმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სამგორის მე-12 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მარიამ ჯაშმა ამომრჩევლებთან შეხვედრები დაიწყო. მარიამ ჯაში ელექტორატს პარტიის კიდევ ერთმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი მოსიძემ წარუდგინა. „დღე ჩვენ წარვადგინეთ ჩემი მეზობელი საარჩევნო ოლქის, სამგორის მე-12 საარჩევნო ოლქის კანდიდატი მარიამ ჯაში - ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი საქართველოსთვის,რომელსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს გაკეთებული, როგორც საერთაშორისო სარბიელზე, ისე საქართველოსთვის. დარწმუნებული ვარ, მარიამ ჯაში იქნება ბრწყინვალეპარლამენტარი და მომავალში მისი მოღვაწეობა დაეტყობა ჩვენს ქვეყანას",-აღნიშნა გიორგი მოსიძემ. როგორც სიტყვით გამოსვლისას მარიამ ჯაშმა განაცხადა, მისი მიზანია, მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების პროცესში ახალი მოდელი შექმნას. „ჩემი დიალოგი მოსახლეობასთან ორ რაუნდად წარიმართება. პირველ 20 დღეს მე დავუთმობ აბსოლუტურად ყველა ეზოში, ყველა ოჯახთან შეხვედრას, რომ რეალისტურადშევაჯამოთ ის საკითხები, რაც არის მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე რაუნდში უკვე კონკრეტულ გეგმას შევიმუშავებ ჩემს მოსახლეობასთან, ჩემს გუნდთან ერთად,მოვამზადებ სამოქმედო გეგმას, თუ ეტაპობრივად როგორ შეიძლება ყველა პრობლემის გადაჭრა",-აღნიშნა მარიამ ჯაშმა. შეხვედრებზე კანდიდატი ასევე გეგმავს „ქართული ოცნების" მიერ მიღწეული უმნიშვნელოვანესი შედეგების შეჯამებას- უშუალოდ მისი ხელმძღვანელობითა და მონაწილეობითსაქართველოში უკვე განხორციელებული წარმატებული პროგრამების (საყოველთაო ჯანდაცვის, ჩ ჰეპატიტის, სოლიდარობის ფონდის, გლობალური ფონდის პროგრამების)გამოცდილების გაზიარებას. „ბედნიერი ვარ, რომ „ქართული ოცნების" გუნდთან ერთად, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ შექმნილი ისტორიული პროგრამების უშუალო მონაწილე ვარ. თავდაპირველადბევრისთვის წარმოუდგენელმა ამ პროგრამებმა - საყოველთაო ჯანდაცვამ, ჩ ჰეპატიტის მკურნალობამ და სოლიდარობის ფონდმა - ჩვენ უკვე 10 000-ით ადამიანის სიცოცხლეგადაგვარჩენინა. გპირდებით, რომ სამგორის რაიონში დღემდე გადაუჭრელი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების გზებსაც ჩემს გუნდთან ერთადვიპოვი", - აღნიშნა მარიამ ჯაშმა. (NS)
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)