|
2016-08-20 13:01:32, 764 ნახვა
საზოგადოება
„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით პრემიერს მიმართა
„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ დემურ სტურუას თვითმკვლელობის ფაქტის დროულად გამოძიების მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართა. როგორც მოძრაობის განცხადებაშია ნათქვამი, მოქმედი ნარკოპოლიტიკის მიზანმიმართული შეტევა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენაზე მიმდინარეობს, რაც საქართველოში არსებული დრამატული სოციალური უთანასწორობის უშუალო შედეგია. „სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ნარკოპოლიტიკის შედეგები უამრავმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე. მისი ყოველდღიური პრაქტიკის დიდი ნაწილი ისევ უხილავი ქსელების მეშვეობით ფუნქციონირებს. ამგვარი ძალადობრივი ქსელების მუშაობის წინაპირობას წლების განმავლობაში პოლიციისთვის მიცემული გადაჭარბებული ძალაუფლება ქმნის, რომლის საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმი დღემდე არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ მოქმედი ნარკოპოლიტიკის მიზანმიმართული შეტევა საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ფენაზე მიმდინარეობს, რაც საქართველოში არსებული დრამატული სოციალური უთანასწორობის უშუალო შედეგია. მომხდარი დანაშაული კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ პოლიციური კონტროლის მექანიზმები, საჯარო სივრცის მიღმა დარჩენილ ხმაწართმეულ ადამიანებს განსაკუთრებული სიმკაცრით უსწორდება“, - აღნიშნულია მოძრაობის განცხადებაში, რომლითაც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს დღეს მიმართეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)