|
2016-08-19 11:36:44, 970 ნახვა
რეგიონი
აჭარას ახალი ტურისტული ადგილი შეემატა
აჭარას ახალი ტურისტული ადგილი - აგროსერვის ცენტრის ღვინის სახლი შეემატა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ობიექტზე, რომელიც ქობულეთში ქალაქიდან 10 წუთის სავალზე მდებარეობს სტუმრებს საშუალება აქვთ გაეცნონ, ადგილზე დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში წარმოებული სხვადასხვა სახის ღვინო. მათივე ცნობით, ღვინის სახლის სერვისებში შედის ტური ღვინის სახლი გვერდით მდებარე ხეხილისა და ვაზის სანერგე მეურნეობაში, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგიების გაცნობა, ღვინის დეგუსტაცია და შეძენა. ღვინის სახლის სერვისებისა გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსა და აგროსერვის ცენტრის ორგანიზებით ტურისტული სააგენტოებისა და სასტუმროების წარმომადგენლებისთვის ტურისტულ ობიექტზე ინფოტური მოეწყო. შეხვედრისას ტუროპერატორებს ღვინის სახლის ხელმძღვანელობამ ორმხრივი თანამშრომლობის პირობებისა და რეგიონში აგროტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ღვინის სახლში ტურისტებისთვის მრალავფეროვანი, საინტერესო და მიმზიდველი ინტერიერის შექმნის თვალსაზრისით ღვინისა და მასთან დაკავშირებული რეწვის ნიმუშების საგამოფენო დარბაზი, ენოთეკა და ეთნოგრაფიული კუთხეა განთავსებული. იქვე მოწყობილ სამუზეუმო კუთხეში ხიხანის ციხეზე აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალისა და ნივთების გაცნობა-დათვალიერებაა შესაძლებელი. სახლის საგამოფენო სივრცეში კი ღვინოსთან ერთად სტუმრებს საქართველოში წარმოებული პროდუქტები და სუვენირების დათვალიერება-შეძენა შეუძლიათ. ობიექტზე სამომავლოდ სხვადასხვა სახლის ფესტივალების გამართვა იგეგმება, რომელიც სტიმულირებას მისცემს აგროსასურსათო პროდუქციის მწარმოებლებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)