|
2016-08-16 15:06:02, 2531 ნახვა
სპორტი
გია ხუხაშვილი: „ოცნებამ“ თბილისში ვერაფერი მოიფიქრა და კანდიდატებად ძმაკაცები დაასახელეს
ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას თბილისში „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფეხბურთელმა ფეხბურთელი მოიყვანა კანდიდატად, მსახიობმა მსახიობი, რადგან სხვა გამოსავალი ვერ ნახეს და სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ბუნება. “ქართული ოცნება“ არის ადამიანთა გაერთიანება, რომელთაც მუდმივად კეთილი სურვილები და ნათელი მომავლის იმედი აქვთ, მაგრამ რეალობაში სხვა რამეს ახორციელებენ. თავიდან პომპეზურად დააანონსეს, რომ საგურამოში პოლიტიკურად უმწიკვლო ახალ სახეებს წარადგენდნენ. მათ ეს გზავნილი გაუშვეს საზოგადოებაში. ამის შემდეგ, მაჟორიტარებთან დაკავშირებით საპირისპირო გზავნილების გაშვება დაიწყეს. რეგიონებში ისეთი მაჟორიტარები დაასახელეს, რომლებიც პარტიიდან პარტიებში დადიოდნენ იმის და მიხედვით თუ ვინ იყო ხელისუფლებაში. რაც შეეხება თბილისს, მათ ვერაფერი მოიფიქრეს და ხან ერთმანეთის ძმაკაცები დაასახელეს და ხან ვინ. ფეხბურთელმა ფეხბურთელი მოიყვანა, მსახიობმა მსახიობი ანუ საკუთარი საახლობლოთი შეკრიბეს მაჟორიტარი კანდიდატები. ეს არის მათი ბუნება და ვერაფერს იზამ, მე არ მიკვირს ეს ყოველივე“, - განაცხადა ხუხაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)