13:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 13:29:04, 1051 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო ბურჭულაძის პარტიის ბრალდებაზე: ძალიან ვთხოვ, რაღაც ქმედითით დაკავდნენ, ვიდრე- პოლიტიკური სპეკულაციებით

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პაატა ბურჭულაძის პარტიის ბრალდებას, რომ წინასაარჩევნოდ 156 ათასამდე ადამიანს სოციალური დახმარება დაუნიშნეს, პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს.

„რაც შეეხება პოლიტიკური ქულების ჩაწერას, ნამდვილად არ ვარ განწყობილი ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიასთან ტენისის სათამაშოდ, ძალიან უნდა დაფიქრდნენ და ასეთ მტკივნეულ თემებზე, როგორიც არის სოციალურად დაუცველების დახმარება არ წავიდნენ პოლიტიკურ სპეკულაციებზე და რეალურ მონაცემებს დაეყრდნონ, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 450 ათასის ფარგლებშია. თვეში ცვლილებებია +- 5 ათასის ფარგლებში. მათ ეს 156 ათასი უბრალოდ საიდანღაც მოიფიქრეს და ძალიან ვთხოვ, რომ რაღაც ქმედითით დაკავდნენ, ვიდრე რაღაც პოლიტიკური სპეკულაციებით”,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics