15:16 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-16 10:15:22, 954 ნახვა

საზოგადოება
კვირიკაშვილი: მთაში მცხოვრები პენსიონერებისთვის დანამატის დანიშვნა გამარტივდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  მთის კანონის თანახმად, 1-ლი სექტემბრიდან დამატებითი შეღავათებით  პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები და ექთნები ისარგებლებენ:

 „მთის კანონით, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა დავისახეთ მიზნად. დღეს ამ პროგრამით უკვე სარგებლობენ მრავალშვილიანი ოჯახები და ახალგაზრდა ოჯახები. 1-ლი სექტემბრიდან დამატებითი შეღავათებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები. საგადასახადო შეღავათწებით კი ისარგებლებენ მეწარმეები მთიან რეგიონებში. დღეს ჩვენ დასამტკიცებლად გამოგვაქვს მთაში მუდმივად მცხოვრები პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურის მნიშვნელოვნად გამარტივება, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერები მოვხსნათ ამ მიმართულებით და პენსიონერებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა ძალიან ადვილად მიიღონ დამატებითი შეღავათები“,- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – პროკურატურამ ბრალდება 4 პირს წარუდგინა
კალაძე: "დიფსთეითი" თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა
გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო დიღომში, დიდ დიღომსა და გლდანის რაიონში 4600 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა
მერიამ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარედ გარემოვაჭრეების დახლები აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics