|
2016-08-15 11:22:15, 900 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრმა გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა
გორის რაიონის სოფელ სკრაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის კაპრალი დავით ლომიძე დაკრძალეს. სამხედრო მოსამსახურის დაკრძალვას დაესწრნენ და ოჯახს პირადად მიუსამძიმრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ და V ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ. დაკრძალვამდე ორიოდე დღით ადრე დაღუპულ ჯარისკაცს გამოემშვიდობა გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძეც. სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, გულის უკმარისობა გახდა. დაკრძალვასთან დაკავშირებული საჭირო ხარჯები საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაფარა. დავით ლომიძე შეიარაღებულ ძალებში 2008 წლიდან მსახურობდა. იმავე წლის აგვისტოში ის რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილეობდა, მოგვიანებით კი ISAF-ის სამშვიდობო მისიით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ყანდაღარის პროვინციაშიც იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)