11:46 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 18:46:34, 952 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ლილუაშვილი მოსახლეობას შეხვდა

ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა წინა საარჩევნო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთის ძირში, შუა მთაში, ჭყვიშსა და ციხე სულორში გამართა.

 გიორგი ლილუაშვილმა მოსახლეობას „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამა გააცნო და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც ვანის მუნიციპალიტეტში 2016-2017 წლებში იგეგმება.

 გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, ვანი სამეცნიერო ტურისტულ ცენტრად უნდა ჩამოყალიბდეს , რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივების დასაქმებას.

აქცენტი სოფლის მეურნეობის იმ სფეროს განვითარებაზეც გამახვილდა, რომელიც პერსპექტიულია და მოსახლეობას კარგ შემოსავალს მისცემს.

„ ვანში უნდა აღდგეს მეაბრეშუმეობა,რაც მოსახლეობისთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება. სახელმწიფომ უკვე შემოიტანა საუკეთესო ჰიბრიდული ჯიშის ხეები, რომელიც მრავალწლიანია და გამორჩეული ხარისხის ფოთოლს იძლევა.უახლოეს მომავალში მთავრობის ინიციატივით დაიწყება პროექტი,რომელიც მეაბრეშუმეობას დააფინანსებს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ამ დარგის განვითარებას"-განაცხადა „ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ლილუაშვილმა.

 კანდიდატი დღესვე სოფელ მთის ძირში სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე კიკაბიძეების ოჯახის პრობლემას ადგილზე გაეცნო, დაათვალიერა მათი საცხოვრებელი პირობები, რომელსაც მდინარე „ნასერალა'' ყოველი წვიმისას აზიანებს. გიორგი ლილუაშვილმა მოსახლეობის თხოვნით სოფელ შუა მთის კულტურის სახლიც დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაციასაც ადგილობრივები ითხოვენ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics