11:46 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-10 17:31:01, 999 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი: ფოფხაძე და ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდების გზაზე ივანიშვილის მებაირაღეები არიან

საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით დარჩიაშვილის განცხადებით, ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე საკონსტიტუციო სასამართლოს ხელში ჩაგდების გზაზე ბიძინა ივანიშვილის მებაირაღეები არიან.

როგორც დარჩიაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საკონსტიტუციო სასამართლო ერთ-ერთი ფარია, რომ ადამიანები სახელმწიფოს ძალმომრეობისგან დაიცვას.

 „გედევან ფოფხაძე და ეკა ბესელია - ეს პიროვნებები და ზოგადად, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული მოვლენები ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირდება, რომელსაც  გავლენის ყველა ბერკეტის საკუთარ ხელში მოქცევა სურს. სასამართლოს დიდი ხანია ებრძვიან. ამ ბრძოლას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას და ა.შ. არქმევენ. თუმცა, რეალურად, როდესაც კონკრეტულ მუხლებს განვიხილავთ თუ როგორ მიიღეს ეს კანონები -  გაზაფხულზე საღამოს 11 საათზე კომიტეტის სხდომას რომ გამართვენ, მეორე დღეს კანონს რომ მიიღებენ და ვენეციის კომისიას არაფერს აცნობებენ - ეს ყველაფერი აჩვენებს თუ ვის სურს სასამართლო ხელისუფლების პოლიტიკური დაქვემდებარება. ამ საქმის მებაირაღეები კი ეს ქალბატონი და ეს ვაჟბატონი არიან. საკონსტიტუციო სასამართლო ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ფარია, რომ ადამიანები სახელმწიფოს ძალმომრეობისგან დაიცვას“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და მისი მოადგილე გედევან ფოფხაძე ქართულ საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ.

როგორც მიმართვაშია ნათქვამი, მათი განცხადების მიზანია ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ აჩვენონ ”ნაციონალური მოძრაობის” სახე, ამჯერად მის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკურ იარაღად გამოყენების მცდელობის მაგალითზე”.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
ყაველაშვილი დოჰაშია, სადაც კატარის სახელმწიფოს ემირს შეხვდება და ყოფილი ემირის გარდაცვალებას მიუსამძიმრებს
შსს: ნარკოდანაშაულისთვის 121 ადამიანი დავაკავეთ, საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები
სახელმწიფოს ქონების ქურდობისთვის დაკავებული ლევან გამრეკელი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics