|
2016-08-10 13:55:36, 1178 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: არსებობს ტრადიცია, რომ ახალდაქორწინებულებს საჩუქარს ჩუქნი, პრემიერს ამომრჩეველი არ მოუსყიდია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას პრემიერის მიერ შუამთობის დღესასწაულზე ახალდაქორწინებულებისთვის ოქროს ბეჭდის ჩუქების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის ტრადიცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვა. დეპუტატის განცხადებით, თუ ეს კანონდარღვევად ითვლება, მაშინ წინასაარჩევნოდ ყველა პარტიის წევრი უნდა შემოწმდეს - ვინ რომელ ქორწილსა და ნათლობაზე მივიდა და ვის რა აჩუქეს. „ეს დღესასწაული ემთხვევა წინაასარჩევნო პერიოდს. არსებობს ტრადიცია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ახალდაქორწინებულებს საჩუქარს ჩუქნის. ზურაბ პატარაძემ ამასთან დაკავშირებით თავიდანვე განაცხადა, რომ ახალდაქორწინებულები დაჯილდოვდებოდნენ და ეს ყოველივე არჩევნებთან კავშირში არ არის. სწორედ აქედან გამომდინარე გიორგი კვირიკაშვილმა წყვილს საჩუქარი გადასცა. რა თქმა უნდა, შეიძლება აუდიტის სამსახურის მიერ ამ ფაქტის შესწავლა და თუ ეს კანონის ფარგლებში იქნა მოქცეული, არავითარ კანონის დარღვევაზე არ იქნება საუბარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეც არის და დარწმუნებული ვარ, პრემიერისა და პატარაძის მიერ კანონი არ იქნებოდა დარღვეული. გარდა ამისა, ამას უნდა ქონდეს მიზანი და მიზანი რა იყო? რომ ეს ორი ადამიანი მოესყიდათ? რა თქმა უნდა, არა. არსებობს ქართული ტრადიცია, რომ ახალდაქორწინებულს საჩუქარს ჩუქნი. მაშინ ჩვენ უნდა შევამოწმოთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და სხვა პარტიის წევრები 4 წლის განმავლობაში ვინ რომელ ქორწინებასა და დაბადების დღეზე დადიან და ვინ რა საჩუქარს ჩუქნის ამომრჩევლებს. 4 თვის განმავლობაში სხვებიც დადიან დაბადების დღეებსა და ნათლობებზე, საჩუქრებსაც ჩუქნიან ადამიანებს და ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა? მაშინ აუდიტმა ყველა ეს საკითხი უნდა შეისწავლოს“, -აცხადებს კობახიძე. შეგახსნებთ, რომ აუდიტის სამსახურმა პრემიერ-მინისტრის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო.
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)