|
2016-08-08 17:03:30, 1001 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქის მერთან გიორგი ერმაკოვთან და მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდა საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდლის მოადგილე ჯონი დათუნაშვილი. ათივე ინფორმაციით, ღონისძიების მონაწილეებმა სიმბოლური მემორიალური დაფა ყვავილებითა და გვირგვინით შეამკეს. შესრულდა საქართველოს ჰიმნი. დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით კიდევ ერთხელ მიაგო პატივი დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნას. სკვერის გვერდით არსებულ ტაძარში, მამა ანდრიამ დაღუპული მეომრების სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 8 აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს შეხვდა, გაამხნევა ისინი და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. 2008 წლის აგვისტოს ომში აჭარიდან სულ 16 ჯარისკაცი დაიღუპა. აქედან, 1 ჯარისკაცი ბათუმის მკვიდრი იყო, 2 შუახევის, 1 ქედის, 2 ხულოს, 10 კი ქობულეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)