11:33 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-07 10:49:36, 793 ნახვა

საზოგადოება
6–7 აგვისტოს რაჭაში ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე აღინიშნება

6–7 აგვისტოს რაჭაში ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე აღინიშნება. იუბილესთან დაკავშირებით ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

დღეს  10:00 სთ–ზე ნიკორწმინდის ტაძარში საზეიმო წირვა–ლოცვას აღავლენს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, 14 სთ–ზე მოხდება ნიკორწმინდის სამონასტრო კომპლექსის ადგილის კურთხევა, 18 სთ–ზე გაიმართება რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია, 19:00 სთ–ზე კი საზეიმო ღონისძიებები დასრულდება გალა კონცერტით ქ. ამბროლაურში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული ესტრადის ცნობილი წარმომადგენლები ნანი ბრეგვაძე, ანიტა რაჭველიშვილი, თეონა დვალი, მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე , თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, გიორგი გაგნიძე, რამაზ ჩიკვილაძე, ანზორ ხიდაშელი , გიორგი ცაგარელი და ანსამბლი „შვიდკაცა“.

გალა-კონცერტი გაიმართება “Check in Georgia”–ს ფარგლებში. შესრულდება ყველასათვის ცნობილი და საყვარელი საოპერო არიები და ქართველ ლეგენდარულ კომპოზიტორთა ნაწარმოებები. 
საღამოს გაუძღვებიან მსახიობი კახა მიქიაშვილი და მომღერალი ლიზა ბაგრატიონი. კონცერტზე დასწრება თავისუფალია. 

ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოსა და ნიკორწმინდის ეპარქიის ორგანიზებით და რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქ. ამბროლაურისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარტა კოსი: დღეს ევროკავშირის გაფართოებისთვის „სუპერ სამშაბათია“ - ჩვენ მოლდოვასა და უკრაინასთან მე-6 კლასტერს ვხსნით
სუს: 9 რეგიონში ჩატარებული ღონისძიების შედეგად, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი. საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკი ქმნის ინკლუზიურ საბანკო მომსახურებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics