|
2016-08-01 12:51:11, 843 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში, ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ
„ჩვენ კანონში არ შეგვაქვს ცვლილება, არსებული კანონი მოითხოვს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაცემულ იქნას მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ და რიგ შემთხვევაში ეს წესი დაცული არ არის“, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციებისა და სამედიცინო ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების სემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორ მინისტრმა აღნიშნა, ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას თუ კანონს დაარღვევენ. ამასთან, მინისტრის განცხადებით, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რამდენიმე აფთიაქი აგრძელებს ტაბლეტირებული ფორმების ურეცეპტოდ გაცემას და მათ შორის ისეთი მედიკამენტების რომლებიც ყველაზე მაღალი კატეგორიის ჯგუფშია შეტანილი. „ასეთი მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემა არაფრით არ შეიძლება, ეს არის საფრთხე მოსახლეობისათვის. გამოიკვეთა აფთიაქები, რომლებსაც არ სურთ კანონის დაცვა, შესაბამისად, ჩვენ მოვამზადეთ წინასწარი დოკუმენტი, კონსულტაციები გავიარეთ პროფესიულ ასოციაციებთან და მთავრობის უახლოესსხდომაზე ეს რეგულაცია იქნება განხილვის საგანი. ჩვენ კანონში არ შეგვაქვს ცვლილება , არსებული კანონი მოითხოვს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაცემულ იქნას მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ, რიგ შემთხვევებში ეს წესი დაცულია არ არის და გარდა ჯარიმებისა და ადმინისტრაციული სახდელისამ ზემოქმედების სხვა მექანიზმი აარ გაქვს. აღნიშნული ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და თუ კანონს დაარღვევენ ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას“, - განაცხადა სერგეენკომ.
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)