07:14 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-28 19:39:14, 915 ნახვა

საზოგადოება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წარმოდგენას „რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში" დაესწრო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე დღეს გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრეში გამართულ ღონისძიებას მეუღლესთან ერთად დაესწრო.

გონიოს ციხე, რომლის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული რომაულ კულტურასთან, ერთი დღით რომაული ლეგიონის ადგილსამყოფელად გადაიქცა. ღონისძიებაზე ,,რომაელი ჯარისკაცის ერთი დღე გონიოში'' მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ციხის ვიზიტორებიც ესწრებოდნენ.

ციხის ტერიტორიაზე წარმოდგენილი იყო რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა, ჯარისკაცის ცხოვრებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები, რომაული კერამიკული ნაწარმი. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ე.წ ,,გლადიატორების ორთაბრძოლა''.

მსგავსი შოუები ციხის ტერიტორიაზე პერმანენტულად გაიმართება, რაც ერთის მხრივ ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს, მეორეს მხრივ კი საუკეთესო საგანმანათლებლო-შემეცნებითი საშუალება იქნება ადგილობრივი ახალგაზრდებისათვის.

ღონისძიებაზე დაჯილდოვდა გონიოს ციხეში ყველაზე მეტი ვიზიტორის შემომყვანი ტურისტული სააგენტო და ის ჟურნალისტები, რომლებსაც ყველაზე მეტი სიუჟეტი ჰქონდათ მომზადებული გონიოს ციხეზე.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ოფიციალურად აცნობა კონგრესს ირანზე აშშ-ის საჰაერო დარტყმების განახლების შესახებ
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სვირიდენკომ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics