|
2016-07-28 18:00:14, 1219 ნახვა
სამართალი
გიორგი პაპუაშვილი: მთავარი პროკურორი გამოძიების ობიექტურობაზე პირადად იღებს პასუხისმგებლობას
„ღიად ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, მათ შორის იმაზეც თუ რატომ გვქონდა გამოძიების ობიექტურობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები“, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურის დატოვების შემდეგ განუცხადა. პაპუაშვილის თქმით, შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო. „ირაკლი შოთაძისგან კონსტრუქციული მიდგომა იყო. ის გამოძიების ობიექტურობაზე პირადად იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენი საუბარი ეხებოდა იმას, რომ აქამდე გამოძიების ობიექტურობაზე ეჭვი არსებობდა. დავაყენეთ ის პრეტენზიები რომელიც გვქონდა . როცა ერთი წლის წინ პირველად დავიწყეთ მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საუბარი, მაშინ ჩვენ წერილობით მიმართვაზე არანაირი პასუხი არ მიგვიღია. მეორეს მხრივ, მოსამართლეებმა, რომლებმაც ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მიაწოდეს გამოძიებას მათი ოჯახის წევრების ან ახლობლების მიმართ შურისძიების საშიშროება არ უნდა არსებობდეს. გარდა ამისა , ჩვენ შევთანხმდით , რომ პირადად გვექნება კონტაქტი“, - განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თქმით, მომავალი ყველას უჩვენებს თუ რამდენად ობიექტურად ჩატარდება გამოძიება. ამასთან, მან აღნიშნა , რომ რომ მოსამართლეების კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დაასახელებს, რადგან ეს მის კომპეტენციაში არ შედის. „შოთაძესთან შევთანხმდით, რომ მოსამართლეები , რომლებიც კონკრეტულ ინფორმაციას მიაწვდიან გამოძიებას არ უნდა გრძნობდნენ შიშს, რომ მათ ოჯახებს რაიმე საფრთხე დაემუქრება“, - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მთავარი პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა. მან პროკურატურის შენობა უკვე დატოვა.
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)