10:37 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-06 12:36:42, 812 ნახვა

სამართალი
ზვიად ქორიძე: უვადო პატიმარი ქალების შეწყალების გადაწყვეტილება, ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია

შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის შეფასებით,   სამი უვადო პატიმარი ქალის შეწყალების თაობზე, პრეზიდენტის გადაწყვეტილება, ქვეყნის ჰუმანური და დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

"ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ქვეყნის ჰუმანური და დემოკრატიული განვითარებისათვის, ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალსიწინებითაც, რომ  წლევანდელი წელი საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა ქალთა წლად, ქალთა უფლებების დაცვის წლად და იცით, რომ მიმდინარე კვირას 2 მარტს პრეზიდენტმა კიდევ ერთი შეწყალების აქტი გამოსცა, რომლითაც მან 8  მსჯავრდებული ქალბატონი შეიწყალა. მათგან 4 გათავისუფლდა, 4-ს გაუნახევრდა",-განაცხადა ზვიად ქორიძემ.

მისივე განამრტებით, შეწყალების საკითხთა კომისია  უვადო  მსჯავრდებულის თემაზე მომავალშიც იმუშავებს.

"საქართველოს პრეზიდენტმა ეს ბევრჯერ აღნიშნა, შეწყალების საკითხთა კომისიაში ინტენსიურად მიდის ამ თემაზე მუშაობა, რომ უვადო მსჯავრდებულთა საკითხი არის განსაკუთრებული ყურადღების საგანი  და იცით, რომ გასული თვის განმავლობაში, როდესაც უვადო მსჯავრდებულები შიმშილობდნენ, პირადად მე 2-ჯერ მქონდა მათთან შეხვედრა. დეტალურად ვეცნობით ყველა მსჯავრდებულის მდგომარეობას. შეწყალების საკითხთა კომისიის დებულების თანახმად, დღეს უკვე დარჩენილი  77 უვადო მსჯავრდებულიდან,  7 აკმაყოფილებს მხოლოდ  კრიტერიუმებს.ანუ,  მათ აქვთ 15 წელი და მეტი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის. ვინტერესდებით თითოეული ამ ისტორიით და შეწყალების საკითხთა კომისია მუდმივად იმუშავებს თითოეული მსჯავრდებულის თემაზე",-განაცხადა ზვიად ქორიძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა  უვადო მსჯავრდებული სამი  ქალბატონი შეიწყალა და მათი გათავისუფლების ვადა განსაზღვრა, რომელიც თითოეულ შემთხვევაში  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნის 20 წლის ვადას არ აღემატება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა თბილისში, რომელიც „ღირსების მიზნით მკვლელობის“ მსხვერპლი გახდა
ტრამპმა კომუნიზმს აშშ-ის თავისუფლებისთვის „მომაკვდინებელი საფრთხე“ უწოდა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ომზე: მომდევნო თვეები შესაძლოა კრიტიკული იყოს
ტრამპმა გამოაქვეყნა ასდოლარიანი კუპიურის სურათი, რომელზეც მისი ხელმოწერაა გამოსახული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics