|
2016-07-28 13:54:07, 1007 ნახვა
რეგიონი
„აჭარის დღეები“-ს ფარგლებში რეგიონის რეკლამირება გრძელდება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით სამიზნე ქვეყნებში პიარ კამპანების წარმოებას აგრძელებს. 29-30 ივლისს, დეპარტამენტი რეგიონს ლიტვაში, ქალაქ კლაიპედაში გამართულ საზაფხულო ფესტივალზე წარადგენს. ფესტივალზე, რომელსაც ყოველწლიურად 10 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს ქართული ფოლკლორი იქნება წარმოდგენილი. აჭარის დღეების გამართვას ლიტვის შემდეგ დეპარტამენტი 13 აგვისტოს პოლონეთში, შემოდგომაზე კი ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს. დაგეგმილია პიარ კამპანიების განხორციელება არაბეთის გაერთიანებულ ემირატებშიც. „ვაგრძელებთ რეგიონის პოპულარიზაციას ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. ჩატარებული პიარ კამპანიებიდან განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა სამიზნე ქვეყნების დედაქალაქებში ჩატარებულ „აჭარის დღეებ“-ს, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ აღნიშნული ღონისძიება წლის ბოლომდე დამატებით 3 სამიზნე და 2 არასამიზნე ქვეყანაში გავმართოთ. აჭარის დღეებზე ჩვენს სამიზნე აუდიტორიას ადგილზე ვაცნობთ იმ არამატერიალურ კულტურულ ძეგლებს, რაც გაგვაჩნია და რის გამოც ჩამოდის ჩვენთან ტურისტი. ეს არის ჩვენი მდიდარი ფოლკლორი, სამზარეულო და ღვინო. ჩვენ ასევე, ვგეგმავთ არსებული სამიზნე ქვეყნების დივერსიფიკაციას და ვიწყებთ არაბეთის ყურის ქვეყნების ანალიზს. 2017 წლიდან კი შესაძლოა არსებულ 11 სამიზნე ქვეყანას რამდენიმე შეემატოს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ გაზაფხულზე ვილნიუსში, ასტანაში, თელ-ავივში, მინსკსა და ვარშავაში გამართა. ღონისძიებებს წამყვანი მედია საშუალებების, ტურსააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამოზე წარმოდგენილი იყო ქართული ფოლკლორი, სამზარეულო და ღვინო. ღონისძიებები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აჭარის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდებოდა.
(NS)
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)